„წავიდა ადამიანი, რომელიც ყველას გვიყვარდა, მთელ საქართველოს…“ - თემურ ქეცბაია მატჩს გიორგი ნემსაძის გამოსახულებიანი მაისურით გაუძღვა

თემურ

თემურ ქეცბაია დინამო თბილისის შეხვედრას გიორგი ნემსაძის მაისურით გაუძღვა.

კადრებს სოციალურ ქსელში FC Dinamo Tbilisi ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„დინამოს“ გამარჯვების შემდეგ თემურ ქეცბაიამ გიორგი ნემსაძეზე ისაუბრა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ეს 2-3 დღე ძალიან ძნელი სიტუაციაა „დინამოში“ და არამარტო დინამოში, ქართულ ფეხბურთში და მთელ საქართველოში. წავიდა ადამიანი, რომელიც ყველას გვიყვარდა, არამარტო ჩვენ, ვისაც მასთან ფეხბურთის თამაში მოგვიგონია, არამედ იმ გულშემატკივრებს, მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ნემსა იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი ადამიანი და კარგი პიროვნება, ძალიან მოგვენატრება, ძალიან დაგვაკლდება…“ - ამბობს ქეცბაია.

ცნობისთვის, ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 21 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყოფილ კაპიტანს დღეს დაკრძალავენ.

✕