„თრეველ ვაიბ ჯორჯია“: ITB-China 2025-ზე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

თრეველ ვაიბ ჯორჯია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია თრეველ ვაიბ ჯორჯიას წარმომადგენელი მარიამ სონიშვილი.

„ჩინეთის ბაზარი ძალიან საინტერესოა. ITB-China 2025-ზე მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ბოლო დროს ჩინელი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა, ეს თავისთავად დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე. აქ წარმოდგენილი ვარ იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო“-აცხადებს მარიამ სონიშვილი.

ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს