ტრაგედიას შეესწრო, ძალიან ინერვიულა. ისეთი ბიჭი იყო, მართლა უფლის რჩეული... - რა ინფორმაცია ვრცელდება გერმანიაში გარდაცვლილ 25 წლის ქართველ ემიგრანტზე

კაკონაშვილი

„შილდაში მომხდარ ტრაგედიას შეესწრო, მკვლელობა რომ მოხდა აქ იყო, ვერ გრძნობდა თავს კარგად. რამდენიმე დღეში გერმანიაში წავიდა და გულმა უმტყუნა,“ - 25 წლის რობი კაკონაშვილის გარდაცვალება მისი ახლობლებისა და მეგობრებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, ყველას იმედი, რამდენი ფიქრი და ოცნება დარჩა აუხდენელი. ტრაგედიას შეესწრო, ძალიან ინერვიულა. ისეთი ბიჭი იყო, მართლა უფლის რჩეული. ძალიან გაგვიჭირდება ამ ამბის გადატანა,“ - ამბობს პრაიმტაიმთან გარდაცვლილის მეზობელი.

შეგახსენებთ, 25 წლის რობი კაკონაშვილი გერმანიაში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, ახლობლები გულის პრობლემებს ასახელებენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ახალგაზრდა ევროპაში ცხოვრობდა და მუშაობდა.