თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე: გამორჩეულია პატივი და პასუხისმგებლობა, როცა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ავიდა ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული ორიათასწლოვანი ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე

foto

ისტორიის დოქტორი, თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე პატრიარქ შიო მესამის ინტრონიზაციას აფასებს.

„გამორჩეულია პატივი და პასუხისმგებლობა, როცა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ავიდა ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული ორიათასწლოვანი ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე. ეს პატივთან ერთად აასკეცებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ელოდება“, - განაცხადა ლაშა დეისაძე.

დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო მესამის ინტრონიზაცია გაიმართა.

საეკლესიო კრებამ საქართველოს 142-ე პატრიარქად შიო მესამე (მუჯირი) 2026 წლის 11 მაისს აირჩია.