ცნობილი ხდება ორი ქართველი სპორტსმენის ვინაობა, რომლებსაც შოტლანდიის პოლიცია ეძებს
1790104308
სექტემბრის თბილი დღეების შემდეგ ოქტომბერში საქართველოში ამინდის თანდათანობითი ცვლილებაა მოსალოდნელი.
გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, თვის დასაწყისში ჯერ კიდევ შესაძლებელია შედარებით თბილი და მზიანი დღეები, თუმცა შემოდგომის მეორე თვეს ტემპერატურის კლება და ნალექიანი პერიოდების გახშირება მოჰყვება.
თბილისში ოქტომბრის დასაწყისში ტემპერატურა ზოგიერთ დღეს კვლავ საკმაოდ მაღალი იქნება, თუმცა თვის მეორე კვირიდან უფრო გრილი ამინდის ტენდენცია გამოიკვეთება.
არსებული პროგნოზის მიხედვით, დღის ტემპერატურა შესაძლოა +12, +20 გრადუსამდე შემცირდეს.
თვის განმავლობაში მოსალოდნელია როგორც მზიანი და შედარებით თბილი დღეები, ისე ღრუბლიანობა და წვიმა.
კლიმატური საშუალო მონაცემებით, თბილისში ოქტომბერში დღის ტემპერატურა დაახლოებით +18 გრადუსის, ღამის კი +8 გრადუსის ფარგლებშია.
ამასთან, თვის განმავლობაში შესაძლებელია ტემპერატურის დროებითი მატებაც. ერთ-ერთი გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრის შუა რიცხვებში რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო შემდგომ შესაძლებელია წვიმიანი პერიოდების მონაცვლეობა.