25 წლის ქალმა 76 წლის ქმართან ურთიერთობის ერთადერთ ნაკლზე ისაუბრა
1755969035
თელავში გუშინ გაუჩინარებული გოგო იპოვეს. ნინი ღუღუნაშვილი ამ დროისათვის თბილისში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოზარდს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის დღეს დილით, თელავში შენიშნეს, საიდანაც მისი კვალი გაქრა.
გოგონას მამა განმარტავს, რომ მოზარდი თელავში ბებიასთან ისვენებდა. თბილისში კი კერძო ტაქსით ჩავიდა, რის შემდეგაც რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში უნდა დაბრუნებულიყო. გოგოს ტელეფონი ამ დრომდე გამორთული ჰქონდა. ცოტა ხნის წინ, ის თავად დაუკავშირდა მამას და მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ძებნის ოპერაციაში ადგილობრივებთან ერთად, პოლიციაც იყო ჩართული.