25 წლის ქალმა 76 წლის ქმართან ურთიერთობის ერთადერთ ნაკლზე ისაუბრა

შეყვარებულები

აშშ-ის მცხოვრებმა, დაიანა მონტანომ, Daily Mail-თან საუბარში თავის ქმართან ურთიერთობის სირთულეებზე ისაუბრა — მამაკაცი მასზე 51 წლით უფროსია.

დაიანამ ედგართან ურთიერთობა 2024 წლის ივნისში დაიწყო. ახლა ის 25 წლისაა, ხოლო მისი რჩეული — 76-ის. მათი ასაკობრივი განსხვავების გამო წყვილი ხშირად აწყდება საზოგადოების მხრიდან კრიტიკას. თუმცა, დაიანას თქმით, მისთვის სხვისი აზრი მნიშვნელოვანი არ არის. ის ამბობს, რომ ედგართან ბევრი საერთო აქვს — ისინი ერთად დადიან თეატრში, მოგზაურობენ და ჰაიკინგით ერთობიან.

დაიანას თქმით, მათი ურთიერთობის ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ედგარს უჭირს მის თანატოლებთან კომუნიკაცია. მას არ მოსწონს იმ ადგილებში სიარული, სადაც დაიანას მეგობრები იკრიბებიან, და მათი სლენგიც ხშირად არ ესმის. გოგონამ აღნიშნა, რომ ადრე ოჯახურ საღამოებზე თავის ბიძაშვილებთან ერთობოდა, ახლა კი დეიდებთან და ბიძებთან ერთად ზის, რათა ედგარი თავს კომფორტულად გრძნობდეს. მან ასევე დაამატა, რომ არ სურს ედგარი მარტო დატოვოს.

 „მომწონს, რომ ჩემი პარტნიორი გამოცდილი, მოთმინი და გამგებია. ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე. ჩემს თანატოლებში მსგავსი არავინ არის“, — თქვა მან. გოგონამ ასევე აღნიშნა, რომ ედგარი მისთვის სექსუალურად მიმზიდველია, თუმცა მათი ინტიმური ცხოვრების დეტალებზე არ უსაუბრია.