თბილისში, შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის (ნაწილობრივ), სოფელი კიკეთის, სოფელი ბეთანიის, სოფელი სამადლოს და სოფელი დიდების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, იოსებ ალავერდელის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ვარკეთილის მეურნეობის, საქნავთობის დასახლების, სამგორის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, იუმაშევის, გიორგი ჩიკვაიძის, იოსებ ალავერდელის და თამრო ვაშლოვნელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე
მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მერაბ კოსტავას, ფარნაოზ ლაპიაშვილის,
ქიაჩელის, ჯუღელის, ნიკო ნიკოლაძის და სატივეს ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“