1795290000
თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად თბილისის საკრებულოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იქნება დაშვებული.
შეგახსენებთ, ქვემო ფონიჭალაში, 19 ნოემბერს, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ხუთი ადამიანი.









