„მოსალოდნელია თოვლი... ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
1795293887
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაც არიან.
პენიტენციურ დაწესებულება დატოვა გიორგი ოკმელაშვილმაც.
"[სხვა დაკავებულებს] გამძლეობა მინდა ვუსურვო და მალე თავისუფლება. თავისუფლების ფასი არაფერი არ აირს", - განაცხადა ოკმელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გიორგი ოკმელაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, მას 5 წლით, ხოლო ანრი კვარაცხელიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ყველა მათგანმა ჩადელი დანაშაული აღიარა - მოინანია და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა.