თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა ცნობილია
1794427332
ეს ვიდეო მინდა მოისმინოს ნატა ვიბლიანის ყველა მხარდამჭერმა, - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს და განმარტავს, რა მოხდა მათსა და დასაცავ პირს შორის.
„მინდა, საზოგადოებას მადლობა გადავუხადო. ასევე, მსურს, მივმართო ნატა ვიბლიანის მხარდამჭერებს და საქმის კურსში ჩავაყენო. პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ მე ამ საქმიდან თვითაცილება არ გამიკეთებია - ნატა ვიბლიანმა თავად გადაწყვიტა, რომ ადვოკატები არ სჭირდებოდა. ორი კვირის განმავლობაში, ის მეც და სხვა ადვოკატებსაც გვეუბნება, რომ ჩვენი აცილება სურს და ადვოკატი საერთოდ აღარ უნდა. რამდენჯერმე ისიც კი აღნიშნა, რომ გამოძიების გაგრძელებაც არ უნდა.
მიუხედავად იმისა, რომ მან მსგავსი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა, ჩვენ მაინც ვცდილობდით, ადამიანურად და დიპლომატიურად გვქონოდა კომუნიკაცია. მინდოდა, რომ ამ საქმეზე მუშაობა მის დასრულებამდე გამეგრძელებინა, რადგან მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში საქმე შუა გზაში არასდროს მიმიტოვებია და კლიენტს ბოლომდე ვიცავ ხოლმე. თუმცა, ბოლო დღეებში, განსაკუთრებით აგრესიული გახდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემი საწინააღმდეგო, ღირსების შემლახველი პოსტები და კომენტარებიც დაწერა. კანონმდებლობის თანახმად, როდესაც კლიენტს ადვოკატი არ სურს, შენ არა მხოლოდ უფლება გაქვს, არამედ ვალდებული ხარ, სისხლის სამართლის საქმეს ჩამოცილდე.
რატომ გახდა ნატა ვიბლიანი ჩემ მიმართ ასე უცებ აგრესიული? მას ბოლო დღეებში კომუნიკაცია აქვს ირაკლი ჯანყარაშვილთან. ეს არის ადამიანი, რომელზეც კარგად მოეხსენება მთელ საქართველოს - 50 ლარი რომ მისცე, საკუთარ დედაზეც კი სამარცხვინო პოსტს დაწერს. ის ამით ირჩენს თავს და საზღვარგარეთ მცხოვრები პირებისგან იმართება. ეს არის ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აშავებდა ნატა ვიბლიანს, ლანძღავდა და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას და მეც, როგორც მის ადვოკატს. დღეს კი ვხედავ, რომ ნატა ვიბლიანი ირაკლი ჯანყარაშვილს დაუმეგობრდა. სწორედ მასთან კომუნიკაციის შემდეგ გახდა იგი აგრესიული და მოითხოვა ჩვენი საქმიდან ჩამოცილება.
მინდა, მივმართო ნატას მხარდამჭერებს: ყურადღება მიაქციეთ ნატას! პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს ადამიანი ნატა ვიბლიანს დაღუპავს. საქმეს ნამდვილად ჰქონდა პერსპექტივა, პროკურატურაც გვეუბნებოდა, რომ შედეგი დაიდებოდა. საქმე, ფაქტობრივად, დასრულებულია და ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, თუმცა ნატამ მოითხოვა როგორც ჩვენი, ისე გამომძიებლისა და პროკურორის აცილებაც. დარწმუნებული ვარ, სხვების დავალებით, მან წამოაყენა სრულიად აბსურდული მოთხოვნები - მაგალითად, რომ გამომძიებელი არ უნდა ყოფილიყო მეგრელი, სვანი და ა.შ.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ: მის ამ აბსოლუტურად მიუღებელ გადაწყვეტილებებს მხარი კი არ უნდა დაუჭიროთ, არამედ სწორი რჩევები უნდა მისცეთ. დაუშვებელია იმ ადამიანის ადვოკატის გარეშე დატოვება, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი მოვუპოვეთ, რომლის წინააღმდეგაც უამრავი საჩივარი შევიდა და რომელსაც ყველგან უანგაროდ ვიცავდით.
ვიცი, რომ ნატა ვიბლიანის მხარდამჭერებს მხოლოდ კეთილი ზრახვები გაქვთ და წარმატებას გისურვებთ. რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ ნატასაც და ვისურვებ, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმოს.
მე უბრალოდ ვალდებული გავხდი, ადვოკატთა ეთიკის კოდექსისა და კანონმდებლობის შესაბამისად, საქმეს ჩამოვცილებოდი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მართავს იმ პიროვნებას, რომელიც, თავის მხრივ, ნატა ვიბლიანს მართავს - საზოგადოება ამ ყველაფერს აუცილებლად გაიგებს და თქვენც ძალიან კარგად მიხვდებით“, - განაცხადა კაკაბაძემ.