1788283723
სვანეთში დაკარგული ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
სვანეთში დაკარგული ტურისტი, 20 წლის მარია ხმელევაა გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ცნობილია, რომ ცხედარი მყინვარის მიმდებარედ, ხევში ნახეს.
მანამდე კი, ჭალაადის მყინვართან იპოვეს ახალგაზრდა ქალის მიერ დაქირავებული ავტომობილი.
მარია საქართველოში მარტო მოგზაურობდა.








