„სურვილს აქვს ერთი ცუდი თვისება...“ - ასტროლოგი ანზორ ოდიშარია

anzor odisharia

„დღის პოსტის“ ეთერში ასტროლოგი ანზორ ოდიშარია საუბრობს, როგორი იქნება 2026 წელი და ასევე აღნიშნავს, რომ აუსრულებელი სურვილები შეიძლება პრობლემა გახდეს ადამიანისთვის.

„2025 წელი კარმული წელიწადია, ზოგ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს დრო, დაასრულოს კარმული ვალები და არ გადაიტანოს 2026 წელში. მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი. ის, ვისაც სურს ცხენზე შეჯდომა და მისი გაქროლება, უნდა ჰქონდეს ფიზიკური თუ სხვა სახის მზადყოფნა. წლის ბოლო არის წმენდის დრო. ეს არის
დრო, როცა უნდა დავემშვიდობოთ წელს და შევაჯამოთ. უნდა ვნახოთ, რა შესრულდა… სურვილებს აქვს ერთი ცუდი თვისება, თუ ის არ შესრულდა, ვალად იდება და ხელს უშლის სხვა სურვილების შესრულებას… სამყაროსაც და შენს თავსაც უნდა გააგებინო, რომ იმ სურვილის ასრულება აღარ უნდა… თუ დაწერილი გაქვთ, ის სურვილი უნდა გადახაზოთ და კონცენტრირდეთ იმაზე, რისი სურვილიც გაქვთ“,- ამბობს ასტროლოგი. 

ვრცლად ნახეთ, ვიდეო: