სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

ეროვ

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის შესაბოლ საწარმოში შპს “კობი თევზი“ ( მის: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N62; ს/კ 400330600 ). შემოწმებისას გამოვლინდა  კრიტიკული და არაკრიტიკული  შეუსაბამობები: ვადაგასული სურსათი,  ჰიგიენური ნორმების,  ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გარდა ამისა,  ბიზნესოპერატორი  ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

‼️კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების გამოსწორებამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.