ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, მასშტაბური ოპერაციის შედეგად დაკავებულთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 28 მოქალაქე.

„ქრონიკა“ ერთ-ერთი დაკავებულის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის ადვოკატს ესაუბრა, რომელმაც თქვა რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანხის აღების ფაქტს არ უარყოფს და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

„მე ვიცავ დაკავებულს, ვანო დავითაშვილს, რომელიც არის თეთრიწყაროს მერიის წარმომადგენელი. რაც საქმესთანაა დაკავშირებული, გამოიკითხება და მისცემს [ჩვენებას], გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებსაც უპასუხებს. არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ნამდვილად ჰქონდა კომუნიკაცია ადამიანთან, რომ გადასცა რამდენიმე ასი ლარი“, - აღნიშნა ადვოკატმა ილია ლომიამ.