საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე - ID ბარათზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის აქტიური სტატუსი დაადასტურონ.
მომსახურების მიღება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით – იუსტიციის სახლის 127 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში, ასევე, სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ტერიტორიულ სამსახურებში.
სერვისით სარგებლობისთვის განმცხადებელი უნდა იყოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ აქვს.
სტუდენტის სტატუსის ID ბარათზე ასახვა შესაძლებელია როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის დროს, ისე უკვე გაცემულ დოკუმენტზე - საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონულ რეესტრში სტუდენტად რეგისტრაციის შემდეგ.
ID ბარათის QR კოდზე ასახული სტუდენტის სტატუსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით, მათ შორის, სატრანსპორტო კომპანიებისა და კულტურულ-გასართობი დაწესებულებების მომსახურების ან ბილეთების შეძენისას.