„სცენაზე მამის კოსტიუმი მეცვა და მისი ბეჭედი მეკეთა...“ - ქეთი წიკლაური მამას ემოციურად იხსენებს

ქეთი წიკლუარი

ქეთი წიკლაური გადაცემა „რადიო დუეტს“ სტუმრობდა. მომღერალმა თავის კარიერაზე და ახალ მუსიკალურ ნამუშევრებზე ისაუბრა და მამის, თემურ წიკლაურის შემოქმედებაც გაიხსენა.

„უკვე 2 წელია, რაც მამა წავიდა და რა უცნაურია დროის შეგრძნება, ზოგჯერ ვიბნევი, მგონია, რომ ახლა მოხდა და ზოგჯერ მგონია, რომ 100 წლის წინ იყო, მაგრამ მაინც ძალიან მტკივნეულია და ეს ყველაფერი რაღაცნაირად სულ არეულია და ჩემში სულ დუღს ეს გრძნობები. მინდა ვთქვა, რომ ხალხი დღემდე დიდ გრძნობას, მხარდაჭერას,  სიყვარულს და სინანულს გამოხატავს.

გუშინაც შემთხვევით მიცნეს მაღაზიაში და მითხრეს, თუ როგორ ეწყინათ, როგორ ეტკინათ და როგორ ტიროდნენ, როცა მამა წავიდა. გაოცებული ვარ, რამხელა სიყვარული დატოვა. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ახალი არ არის, რადგან მის სიცოცხლეშიც სულ ამის მომსწრეები ვიყავით, რადგან სადაც არ უნდა მივსულიყავით, ყველგან ასეთი სიყვარული, უდიდესი პატივისცემა და აღფრთოვანება იყო ხალხის მხრიდან“,- ამბობს ქეთი წიკლაური. 

ასევე დაგაინტერესებთ: „მეორე დაც ყოფილა და უყურებია, რომ აუპატიურებდა“ - იცოდა თუ არა 15 წლის მოზარდის დედამ შემზარავი ფაქტის შესახებ

მარიამ შუკაკიძე პირველი ქართველი ინფლუენსერია, რომელსაც 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს - ბათუმელი მოდელის მდიდრული ცხოვრება