"სცენაზე გასვლის წინ, მოულოდნელად დაეცა და გონება დაკარგა" - როგორია ვანო იანტბელიძის მდგომარეობა

ვანო იანტბელიძე

თელავის კოლორიტის გეგე სულხანიშვილის განცხადებით, მსახიობ ვანო იანტბელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის და ის ახლა მკურნალობის კურსს გადის. 

თელავის თეატრის მსახიობს, დაახლოებით ორი თვის წინ, მოულოდნელად ანევრიზმა გაუსკდა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. გეგე სულხანიშვილი ამბობს , რომ:

- სამტრედიაში იყო ვანო ღონისძიებაზე, როდესაც მოულოდნელად გონება დაკარგა. დათო დვალიშვილმა მითხრა, სცენაზე გასვლის წინ, მელაპარაკებოდა, მოულოდნელად დაეცა და გონება დაკარგაო. გაირკვა ანევრიზმა გაუსკდა და სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში.

- როდის მოხდა ეს ამბავი?

- დაახლოებით, ორი თვის წინ მოხდა ეს. მანამდე, არასოდეს უთქვამს, რამე თუ აწუხებდა. როდესაც კლინიკაში შეიყვანეს, ოპერაცია გაუკეთეს, შემდეგ წამლები დაუნიშნეს, რომელმაც ალერგია მისცა გამოწერის შემდეგ და ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა სახლში არის, უკეთ არის. როცა ვურეკავ და ვესაუბრები, შესაძლოა, ორი სამი სიტყვა გაეჭედოს, ექიმები ამბობენ, რომ მალე სრულად გამოჯანმრთელდება და აღდგება მისი ორგანიზმი.