წარმატებას მიაღწევთ როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე – ვის რა ელის უახლოეს დღეებში

ასტროლოგია ფული

ვერძი

ეს კვირა შესაძლოა სავსე იყოს ცდუნებებით. არ არის გამორიცხული, კოლეგები შეეცადონ თქვენს მოტყუებას ან საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ფხიზლად იყავით, არ მოერიდოთ რთულ საუბრებს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. უბრალოდ, ნუ აიღებთ დამატებით ვალდებულებებს, რაც არ გეკუთვნით და არ გევალებათ. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება სურვილი, წავიდეს ხანმოკლე შვებულებაში, რათა მშვიდად გააცნობიეროს მომავალი ამოცანები და მოტივაცია გაუწიოს საკუთარ თავს სამსახურში, რომელიც კარგ პერსპექტივას გპირდებათ, თუმცა აუცილებლად უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები, რათა თავი თავდაჯერებულად იგრძნოთ და სინდისის ქენჯნის გარეშე დაისვენოთ.

კურო

ამ კვირაში, უბრალოდ, შეუცვლელი იქნებით იქ, სადაც გცნობენ და შესაძლოა კიდევ რამდენიმე ადგილას, სადაც თქვენ შესახებ ჯერ არაფერი იციან, თუმცა მალე გაიგებენ და დაგაფასებენ. კარიერული თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი ცვლილებები გელით. მოსალოდნელია ახალი ადამიანის გაცნობა,  რომელიც ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ. აგრეთვე, მოსალოდნელია წარმატებული მოლაპარაკებები და საინტერესო მოგზაურობები. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ თქვენმა წარმატებამ შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ შეეცადეთ მშვიდად იმოქმედოთ, ვითომც დიდი არაფერი მომხდარა და  პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

ტყუპი

დამატებითმა პროფესიულმა პასუხისმგებლობამ შესაძლოა ეს პერიოდი გაგირთულოთ. არ არის გამორიცხული, რომ არ გექნებათ საშუალება, საკმარისი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან. ალბათ გაგიჭირდებათ მათთვის დაპირებების შესრულება, რაც შეგაწუხებთ და დისკომფორტს გაგრძნობინებთ. შეეცადეთ ისარგებლოთ ყველა შესაძლებლობით, რათა სიტუაციას გაუმკლავდეთ და თქვენი კარიერული პერსპექტივები გააუმჯობესოთ. სავარაუდოა მოგზაურობები, შეხვედრები და პაემნები, რომლებიც მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.  მოთმინება და სიმშვიდე  წარმატებას მოგიტანთ პირად ცხოვრებაში.

კირჩხიბი

ამ კვირაში წარმატებით შეძლებთ ახალი იდეების  ორიგინალური განვითარების პოპულარიზაციას. ხელმძღვანელებისა და კოლეგების კეთილგანწყობა და ყურადღება გარანტირებული გაქვთ. ახლობელ ადამიანებთან კარგი ურთიერთობას შეურაცხყოფითა და გაუგებრობით ნუ გააფუჭებთ, ტაქტიანად და გონივრულად იმოქმედეთ. სტრესის არარსებობა და  სასიამოვნო ატმოსფერო ოჯახში დაგეხმარებათ, მიაღწიოთ სიმშვიდეს და იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება. პარასკევი და შაბათი კარგი დღეებია ქალაქგარეთ გასვლისთვის.

ლომი

ამ კვირაში დაგჭირდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა წინდახედულობა და თანმიმდევრულობა  ქმედებებში. ორშაბათს ჯობს არ დაიწყოთ ახალი საქმეები, რადგან შესაძლოა პარტნიორებმა იმედი გაგიცრუონ, უმჯობესია დაუმთავრებელ პროექტებს გაუმკლავდეთ;  შეეცადეთ ნაკლებად ეკამათოთ ხელმძღვანელებს.  ხუთშაბათს დახმარებისთვის მიმართეთ თქვენს ინტუიციას, კომუნიკაციის  და დიპლომატიურ უნარებს, ადვილად შეძლებთ არსებული სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას, თუმცა თქვენი ქმედებები უნდა აკონტროლოთ, რათა უნებურად ვინმეს ზიანი არ მიაყენოთ. კვირის ბოლოს ბავშვებმა შეიძლება დაგაფიქრონ თავიანთი პრობლემებით. ნახეთ სრულად