24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
შუქი და წყალი მთელი დღით გაითიშება – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” “ჯივიპი” ავრცელებს:
“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მაისს 15:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში; 15:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, წითლიანი, ხევშა, ქავთარაანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
16 მაისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, გლდანის ხიდის მიმდებარედ მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 მაისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
ფეიქართა და წყალსადენის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge