ცნობილია ბრუკლინში დაკავებული ორი ქართველის ვინაობა - რა ედავება მათ გამოძიება
1793129820
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალსოფელი, ჩაბანო, ჭურჭელაურები, არტანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გლდანი, მამკოდა, ავჭალის მასივი, ლელუბანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში წოდორეთში, ზემო ლისზე, ძალაანთხევში, შვინდების მიწასა და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, რუსთაველის, ფარნავაზის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში: სულიკაანთკარი, კობიაანთკარი, მთვარელიანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.