როგორი იქნება სამყაროსთვის 2026 წელი, ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით
1768939222
ახალი შუამთის მონასტრის წინამძღვარი იღუმენია იოანა, მეორე ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. იღუმენიას საწინამძღვრო მანტია და კვერთხი აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა გადასცა.
ცერემონია წმინდა იოანე ნათლისმცემლის კრების დღეს, ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერში გაიმართა.
სადღესასწაულო მსახურება ალავერდის ეპარქიის წინამძღვარმა აღასრულა. ღონისძიებას მონასტრის სასულიერო დასი და მრევლი ესწრებოდა.
დაჯილდოება იღუმენია იოანას დაბადებიდან 60 წლის იუბილესა და მისი მფარველი წმინდანის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს დაემთხვა.