ირანის ბირთვულ ობიექტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1751132633
შინაგან საქმეთა სამინისტროში შიდა საფეხბურთო ტურნირი გაიმართა, რომელშიც სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალურ მატჩში ერთმანეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გუნდები დაუპირისპირდნენ.
დაძაბულ მატჩში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და უკვე ზედიზედ მესამედ ჩემპიონი გახდა. მატჩის ბოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ტურნირისთვის სპეციალურად განკუთვნილი თასი გამარჯვებულ გუნდს გადასცა, ხოლო გუნდის ფეხბურთელები - მედლებით დააჯილდოვა. მინისტრმა სპეციალური პრიზი გადასცა ტურნირის ბომბარდირს - ლაშა კობახიძეს, რომელმაც ტურნირის განმავლობაში, მეტოქის კარში 18 გოლის გატანა შეძლო.
მეორე და მესამე ადგილზე გასული დაცვის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდის მოთამაშეები, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ - თეიმურაზ კუპატაძემ მედლებით დააჯილდოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საფეხბურთო ტურნირი, ტრადიციულად, ყოველ წელს იმართება, რომელიც მიზნად ისახავს უწყების თანამშრომლებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.