ირანის ბირთვულ ობიექტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1751132633
საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ვაქცინაცია აუტისტურ სპექტრს იწვევს და მშობლები გეგმიური აცრებისგან თავს იკავებენ და ამისკენ სხვასაც მოუწოდებენ. კვლევებზე დაყრდნობით, ბავშვთა ნევროლოგი ირაკლი ტუღუში ვრცელ განმარტებას აქვეყნებს, რითაც ამ მოსაზრებას აბათილებს.
„იწვევს თუ არა გეგმური აცრები აუტისტურ სპექტრს - საზოგადოებაში ეს მოსაზრება პოპულარული გახდა 1998 წელს, როდესაც ერთ-ერთმა ბრიტანელმა ექიმმა, ენდრიუ ვეიკფილმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ცდილობდა დაეკავშირებინა გეგმური აცრები აუტისტურ სპექტრთან. ეს კვლევა მხოლოდ 12 ბავშვზე ჩატარდა, რომელსაც აუტისტური სპექტრი აღენიშნებოდა.
2010 წელს გააუქმეს და ლიცენზია ჩამოართვეს ამ ადამიანს. ასევე, არსებობდა უამრავი სტატია, რომელიც ამტკიცებდა ვაქცინაციასა და აუტისტურ სპექტრს შორის კავშირს, მაგრამ დღესდღეობით, ყველა სტატია გაუქმებულია არასაიმედოობის გამო.
ამის გამო, 2004 წელს ჩატარდა კვლევა, სადაც 100 000 ბავშვი შეაფასეს და ამ კვლევის შედეგად, არ დასტურდებოდა არანაირი კავშირი გეგმურ აცრებსა და აუტისტურ სპექტრს შორის.
ასევე, 2014 წელს ჩატარდა მეტა ანალიზი 10 კვლევის შემაჯამებელი, სადაც შეფასებულია მილიონ 200 000-მდე ბავშვი და ამ კვლევების შედეგად არც ერთ ვაქცინაციას არ უკავშირებენ აუტისტურ სპექტრს“, - ამბობს
ვრცლად ↓
@dr.tugushi იწვევს თუ არა გეგმიური აცრები აუტისტურ სპექტრს?. #ირაკლიტუღუში #ბავშვთანევროლოგი #ბავშვისგანვითარება #ბავშვი #drtugushi #აცრა #გეგმიურიაცრა #აუტისტურისპექტრი #აუტიზმი ♬ original sound - Dr. Irakli Tugushi