,,შენს ზღვა თვალებში ვარსკვლავებს ვეფერებოდით... ავბედითმა წუთმა თავზარი დაგვცა..." - ტრაგიკულად დაღუპულ ანასტასიას ემოციურად ემშვიდობებიან

ანა

ხობში, ტრაგიკულად დაღუპულ ანასტასია ახალაიას, პატარა ფოთის საჯარო სკოლა, სადაც 8 წლის გოგონა სწავლობდა, ემოციურად ემშვიდობება.

,,შენს ზღვა თვალებში ვარსკლავებს ვეფერებოდით...
გვეგონა, მზედ აანთებდი სამყაროს,
გვეგონა, ერთ ქართველს ლამაზ მომავალს გიხატავდით, მაგრამ ავბედითმა წუთმა თავზარი დაგვცა, სიკვდილმა გულზე დაგვასრისა პატარა ბულბული...
ამ ტკივილთან უსუსურები ვართ, დროც უსუსური იქნება ამ ცრემლთან...
ანასტასია ახალაია, დღეს შენი სკოლა ტკივილმა დაამხო!
უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი!", - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ პოსტში.

ცნობისთვის, პატარა ანასტასია, გუშინ ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

გოგონას, რომელიც ბაბუასთან ერთად ქვეითად გადაადგილდებოდა, ავტომობილი დაეჯახა. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.