ლარი გამყარდა - რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს
1769702974
განათლების სისტემაში შენარჩუნდება მე-12 კლასის შესაძლებლობა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ დამატებითი აკადემიური მზაობის განმტკიცებას წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, რეფორმის შესახებ საუბრისას განაცხადა.
განათლების მინისტრის თქმით, ახალი კონცეფციის თანახმად, სრული ზოგადი განათლება მოიცავს 11 წელს, სისტემაში შენარჩუნდება მე-12 კლასის შესაძლებლობა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ დამატებითი აკადემიური მზაობის განმტკიცებას წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.
"საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხური – I-VI კლასები, საბაზო საფეხური – VII-IX კლასები, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასები 2027-2028 წლიდან. ამავე სასწავლო წლიდან, მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის.
გივი მიქანაძემ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო. ეს პროცესი 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.
ამასთან, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში, დაწყებით საფეხურზე – I–VI კლასებში – სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა და სკოლებში შემუშავდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს", - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.