ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, გიორგი იაკობაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" განაცხადა, რომ სააგენტოს აუცილებლად ექნება რეაგირება ცილისწამებაზე მიუსაფარი ცხოველების ცოცხლად დაწვის შესახებ.
მისივე განცხადებით, დაზარალდა არა მარტო სურსათის ეროვნული სააგენტო, არამედ შეილახა ქვეყნის იმიჯიც.
"მე მინდა კითხვა დავსვა მაყურებლისთვის - როგორ შეიძლება ისეთი სააგენტო, რომელიც მე უცებ, სწრაფად წარმოვადგინე, რამე კუთხით ჩართული იყოს ცხოველების ცოცხლად დაწვაში? ეს წარმოუდგენელი სისტემაა, წარმოუდგენელი თემაა - ალბათ, ამაზე შემდგომში აუცილებლად გვექნება რეაგირება, რადგან სააგენტოს რეპუტაციის შელახვა მოხდა და არა მხოლოდ სააგენტოსი, არამედ თვითონ პროგრამის, რომელიც 2026 წლის 25 თებერვალს დაამტკიცა მთავრობამ 412-ე განკარგულებით. ასევე, მოხდა მთელი ქვეყნის იმიჯის დაზარალება, რადგან ჩვენ ვართ წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე და საერთაშორისო ორგანიზაციებში," - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.