შეიძლება თუ არა იწინასწარმეტყველო მიწისძვრა - სეისმოლოგის განმარტება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე

სეისმოლოგი

სეისმოლოგი, ლაშა სუხიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში, ღამის 3:18 საათზე, 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრაა მოსალოდნელი.

“მიწისძვრის პროგნოზი არ კეთდება, თუ თარიღს და საათს გეუბნებიან, არ უნდა დაიჯეროთ – სულ რომ იუთუბერმა გითხრათ, მაინც არ ენდოთ”, - წერს სუხიშვილი.