"სფერო ჰოლდინგის" საქმის დაზარალებული: ძალიან ცუდ დღეში ვარ, ორი ბავშვით, მარტო... 24 000 აშშ დოლარი არის ჩემი თანხა, გავყიდე დასავლეთში ჩემი მშობლების სახლი, წამოვედი ორი ბავშვებით აქეთ, მაგრამ თანხა არ დამიბრუნეს და ბინის დატოვება მომიწია

"სფერო ჰოლდინგის" საქმის დაზარალებული

დაკავებულია "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი. საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტს, ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო "სფერო ინვესტის" დირექტორის, გიორგი მურუსიძის წინააღმდეგაც. გამოძიების ინფორმაციით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"მე მიგირავეს ბინა თითქოს, მაგრამ ეს იყო დაქირავებული და ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი. თანხა არ დამიბრუნეს, ბინის დატოვება მომიწია და ძალიან ცუდ დღეში ვარ, ორი ბავშვით, მარტო. დეიდაშვილთან ვარ ამ ეტაპზე, მაგრამ არ ვიცი, რამდენი ხანი შეიძლება ასე ცხოვრება. 24 000 აშშ დოლარი არის ჩემი თანხა, გავყიდე დასავლეთში ჩემი მშობლების სახლი, წამოვედი ორი ბავშვებით აქეთ. მე მარტოხელა დედა ვარ, მითხრეს, რომ 2 წლით მიგირავებდნენ ბინას, 2 წლის შემდეგ ჩემს თანხას დავიბრუნებდი ჩვეულებრივად, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, არც თანხა დამიბრუნეს და ბინის დატოვება მომიწია“, - აცხადებს დაზარალებული ეკა აბულაძე.

გამოძიების ინფორმაციით, 244 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

"ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ თითოეულმა ადამიანმა ბოლო კაპიკი ჩადო გირის ალტერნატივაში, ანუ ბინის სანაცვლოდ, და ეს ადამიანები დღეს იმყოფებიან ქუჩაში, არ უხდიან ივნისიდან ქირებს, არ უბრუნებენ ძირ თანხას. იქნას აყვანილი კომპანიის დირექტორი გიორგი მურუსიძე და ჩაერთოს ყველა უწყება, რომ ამ დაზარალებულებს დაუბრუნდეს საკუთარი თანხა, რადგან დღესდღეობით დაახლოებით 600 ოჯახი იმყოფება ქუჩაში", - აცხადებს დაზარალებული აკაკი ლუკავა.