ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულების დროს გაცემულ თანხას ეხება
1780432804
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, 45 წლის თეა ხარგელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი მერაბ ჭითავაა და მას ოჯახთან ნათელ-მირონობა აკავშირებს.
მოკლული ქალის მამის თქმით, მან თავად გაიგო გასროლის ხმა.
სახლში შესულს კი საზარელი სურათი დახვდა.
ხარგელიები მკვლელობაში ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
„9-10 საათი იქნებოდა თოფის გასროლის ხმა გავიგე,გარეთ რომ გამოვედი ძირს ჩემი ქალიშვილი ეგდო,სისხლში ცურავდა, ჭიშკრისკენ რომ გავიხედე კარი ღია იყო და ვიღაც კაცი გარბოდა, შემდეგში გავიგე, რომ ეს ჩემი შვილიშვილის ნათლია მერაბ ჭითავა იყო.
ვითხოვთ, რომ მაქსიმალურად დაისაჯოს ეს ადამიანი“, - ამბობს გარდაცვლილის მამა.
მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირს, რადგან ოჯახები ახლობლობდნენ.
შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.