„საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ...“ - „საქართველოს მოტო ფედერაცია“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

დავით რობანიშვილი

მოტოსპორტში საქართველოს ორგზის ჩემპიონი და 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საქართველოს მოტო ფედერაცია“ ავრცელებს.

დავით რობანიშვილი რუსთავის ავტობანზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

'რობანა უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და დისციპლინებული სპორტსმენი იყო ქართულ ავტო-მოტო სპორტში ძალიან ვწუხვარ..."

„საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ...

✕