სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც თბილისიდან ბაქოში მატარებლით წასვლას გეგმავს

მატარებელი

ბაქო–თბილისი–ბაქო მიმართულებით მატარებლით მგზავრობის მსურველებს უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილება ელოდებათ.

როგორც შესაბამისი უწყებიდან იუწყებიან, იგეგმება ბილეთების წინასწარი გაყიდვის პერიოდის გაზრდა - არსებული 30 დღიდან 90 დღემდე. ეს საშუალებას მისცემს მგზავრებს, მოგზაურობა უფრო ადრე დაგეგმონ და სასურველი თარიღებისთვის ბილეთები დროულად შეიძინონ.

ამჟამად მოქმედი სისტემის მიხედვით, ბილეთების გაყიდვა ყოველდღიურად აქტიურდება მომდევნო 30-ე დღისთვის და მოთხოვნის მაღალი დონიდან გამომდინარე, ადგილები ძალიან სწრაფად ივსება.

 „მოთხოვნისა და მგზავრთა კომფორტის გასაზრდელად იგეგმება ბილეთების წინასწარი გაყიდვის პერიოდის 30-დან 90 დღემდე გაზრდა. ეს ცვლილება მგზავრებს მოგზაურობის უკეთ დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს,“ - აცხადებს აზერ ფარაჯოვი, „აზერბაიჯანის რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის უფროსი.