1782113410
საქართველოში 3 929 000 ადამიანი ცხოვრობს - საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებს აქვეყნებს
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 929 000-ს შეადგენს, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, 5.8%-ით მეტია. მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები საქსტატმა დღეს წარადგინა.
აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.









