ახალი ინფორმაცია ვრცელდება მგზავრზე, რომელიც მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს
1747204148
საქართველოში 12 სახეობის ვირუსი ცირკულირებს, ყველაზე ხშირი კი „ა“ ტიპის ვირუსებია. ექიმები პიკს იანვრისა და თებერვლის თვეში ელოდებიან.
„მთავარია, ასაკობრივ ჯგუფებად დავყოთ: 1 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც დაეწყოთ ცხელება, კატარული მოვლენები, სუნთქვის გაძნელება - ცხელება, რომელიც ვერ იმართება სახლის პირობებში მშობლების მიერ, უკვე განგაშის ნიშანია და სჯობს, კლინიკას მიმართონ. მოზრდილი ბავშვები და მოზრდილები შესაძლებელია მართონ სახლის პირობებში. 6-7 დღე შეიძლება იყოს გამოხატული მაღალი ცხელება, მაგრამ თუ ამის შემდეგ გაგრძელდა ცხელება და პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, შესაძლებელია, ჩავიტაროთ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. როდესაც ადამიანი ავად არის, სისხლის ანალიზს მაშინ აქვს აქტუალობა, პირველ 24 ან 48 საათში უნდა გაკეთდეს“, - აცხადებს ციციშვილის სახელობის ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.