1771937202
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით შაორის ახალგაზრდული ბანაკი სრულად განახლდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, შაორის ახალგაზრდული ბანაკის სრული რეაბილიტაციის შედეგად, ქვეყანაში უმაღლესი სტანდარტების ახალგაზრდული ბანაკი შეიქმნება.
ახალგაზრდული პოლიტიკის შესაბამისად, საბანაკე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, შაორის ახალგაზრდული ბანაკი სრულად განახლდება. მოხდება ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი კოტეჯების, სცენისა და ბუნგალოს დემონტაჟი.
საბანაკე ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის.
ბანაკი ერთ ნაკადზე 150 ახალგაზრდას უმასპინძლებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბანაკის რაოდენობრივ დატვირთვას.
საბანაკე ინფრასტრუქტურის განვითარება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოლიტიკის ნაწილია. ამ მიზნით, მიმდინარე წელს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსებია გამოყოფილი.









