„თავის ტვინს შეიძლება წამიერი „გათიშვები“ დაეწყოს - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
1773164770
სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თამარ ზოდელავამ ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის (AI) სწრაფ განვითარებაზე; დეზინფორმაციის, კიბერშეტევებისა და ციფრული სუვერენიტეტის თანმდევ გამოწვევებზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას ხელოვნური ინტელექტის შესახებ და ამით გამოხატა მტკიცე ნება, ციფრული რეფორმების პროცესში განუხრელად დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები
მინისტრის მოადგილემ 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის შესახებაც ისაუბრა, რომლის მიზანი სახელმწიფო სერვისების მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. თამარ ზოდელავამ სამიტის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა, აგრეთვე, იუსტიციის სახლების წარმატებულ მოდელზე, ქონების დისტანციური რეგისტრაციის ახალ შესაძლებლობებზე, მმართველობის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ქალთა ციფრული წიგნიერების გაძლიერების საკითხებზე.
ციფრული ინოვაციების სამიტი ბუქარესტის ინფორმატიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის (ICI) მიერ არის ორგანიზებული და ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმებს აერთიანებს, როგორიცაა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ფორუმი და კიბერდიპლომატიის საერთაშორისო კონფერენცია.
რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუქარესტის ინფორმატიკის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელსაც შეხვდება.
ვიზიტში, ასევე, მონაწილეობენ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები.