„პირდაპირი ბილეთია უშვილობის" - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
1778618592
ამ წუთებში სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს 142-ე პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ს ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს.
უკვე ადგილზე არიან მღვდელმთავრები, ტაძარსა და მის ეზოში იმყოფება მრევლი. ჩატარდება საღმრთო ლიტურგია. შიო III-ს შემოსავენ საკათალიკოსო ბისონით. მას ინტრონიზაციისას გადაეცემა პატრიარქის მთავარი სიმბოლოები - კვერთხი, მიტრა და პანაღია.
პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი მამა გიორგის (ზვიადაძე) განცხადებით, პატრიარქის აღსაყდრების მსახურება განსაკუთრებული საეკლესიო წესით ტარდება, რომელიც წმინდა ლიტურგიის ნაწილია და სხვადასხვა სიმბოლურ ეტაპს, მათ შორის საპატრიარქო კვერთხის გადაცემასა და მანტიით შემოსვას მოიცავს.
"აღსაყდრების მსახურება არის დიდ კურთხევაში, პატრიარქის ღირსებიდან გამომდინარე, და საქართველოს ეკლესია გახლავთ საპატრიარქო ღირსების. პატრიარქის ღირსება აღსაყდრების მსახურებაზე გამოკვეთილია, რაც, რა თქმა უნდა, ვლინდება დასაწყისიდანვე, გარკვეულ დროს მას გადასცემენ საპატრიარქო კვერთხს, გარკვეულ დროს მანტიით შემოსავენ და ყველაფერი არის წირვაში, სადღესასწაულო წმინდა ლიტურგიაში ჩართული და სრულიად უპირატესი მღვდელმთავრები მსახურობენ, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი არის დაწერილი, იმედი მაქვს, რომ აღსაყდრების წესი უკვე ცალკეც არის ამოღებული კურთხევანიდან და შეიძლება გამოქვეყნდეს. ყველას საშუალება ექნება, რომ თვალ-ყური ადევნოს“, - აცხადებს პროტოპრესვიტერი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი მამა გიორგი (ზვიადაძე).