საქართველო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს - ეს დღე 2014 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა

შიო მესამე

 12 წლიანი ტრადიცია გრძელდება - საქართველო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს. ეს პირველი 17 მაისია კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე და პირველი 17 მაისი ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის მეთაურობით.

141-ე წინამძღოლის საქმეს, 142- ე განაგრძობს. 10 საათი და 10 დიდი ქალაქი- საყოველთაო შეკრება, რომელსაც სახალხო რეფერენდუმი არაერთხელ ეწოდა - მთელს საქართველოში ერთდროულად დაიწყება. საზოგადოება ქაშუეთიდან ლოცვითი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.

ადგილზე მისულ მრევლს, კი პატრიარქი შიო მესამე დალოცავს. უწმინდესი და უნეტარესი დღეს სამების საკათედრო ტაძარში პირველ წირვას ჩაატარებს. სადღესასწაულო მსახურებას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები და მაღალი რანგის სასულიერო პირები დაესწრებიან.

მსვლელობაში ჩაერთვებიან საკვირაო სკოლები როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.