„ჩემო სიყვარულო ადამიანო, ვერ ვიჯერებ“ - მეგობრები და ახლობლები 26 წლის ლანა ლატარიას ემშვიდობებიან
1785524849
უახლესი და შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფილი ავტომობილებით, პატრულ-ინსპექტორების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების, მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა.
ახალი ავტომობილები უზრუნველყოფილია თანამედროვე ტექნოლოგიებით რაც გააუმჯობესებს საპატრულო ეკიპაჟების მობილობასა და ოპერატიულ რეაგირებას, როგორც ქალაქებში ისე რეგიონებში.
სამართალდამცავი უწყების უფრო ეფექტური მუშაობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს
ავტოპარკს "ტოიოტას", "ჰიუნდაის" და "მიცუბიშის" მარკის 300-მდე ავტომობილი, მათ შორის მსუბუქი და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მაღალი გამავლობის, ასევე ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მანქანები შეემატა.
ავტოპარკის განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების პროცესის ნაწილია.
უახლესი ავტომობილები კი საჭიროებისამებრ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში ეტაპობრივად განაწილდება და საზოგადოებრივი წესრიგისა თუ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ყოველდღიურ საპოლიციო საქმიანობაში ჩაერთვება.