„ჩემო სიყვარულო ადამიანო, ვერ ვიჯერებ“ - მეგობრები და ახლობლები 26 წლის ლანა ლატარიას ემშვიდობებიან

აა

26 წლის ლანა ლატარიას გარდაცვალება საზოგადოებაში დიდ მწუხარებას იწვევს. სოციალურ ქსელში მას მეგობრები, ახლობლები და ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობდნენ, ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან. ლანა მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად აჭარაში ცხოვრობდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მესამე შვილზე იყო ორსულად. გავრცელებული ცნობებით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების ზუსტ მიზეზზე ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ტრაგიკული ამბავი ლანას მშობლებმა უცხოეთში ყოფნისას გაიგეს. დედა, ქრისტინე კვარაცხელია, ემიგრაციიდან საქართველოში ბრუნდება, ხოლო მამამ, უკრაინაში მებრძოლმა ზაალ ლატარიამ, სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა.

„ვაიმე შვილო, მოვდივარ მამა, შენთან ერთად უნდა მოვკვდე, შვილი აღარა მყავს“, – წერს ზაალ ლატარია.

ლანას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ემოციურად ეხმაურებიან. 

„რატომ ღმერთო...“ „სიცოცხლით სავსე გოგო იყო ლანა“„ ჩემო სიყვარულო ადამიანო ვერ ვიჯერებ ლანუ“