ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა. პროკურატურა მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.

პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.