„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 942 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 182 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6.2%-ს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 1 058 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 332, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 24 შემთხვევა.
2026 წლის ივნისში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა: ქურდობა – 335 შემთხვევა; მუქარა – 227 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 177 შემთხვევა; ძალადობა – 224 შემთხვევა; გაუპატიურება – 11 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ექვსი შემთხვევა; თაღლითობა – 132 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა – 775 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება – 203 შემთხვევა.