„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, საზოგადოებამ მას 2012 წელს მკაფიოდ უთხრა უარი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ უარი მაშინ უთხრა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ყველაზე ძლიერად მიიჩნევდა.
„„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, აქ საქმე სხვაგვარად დგას. თავიანთი ამომრჩეველიც დაიღალა იმ შიდა გარჩევებით, რაც აქვთ. სააკაშვილი არის ერთადერთი მსჯავრდებული, რომლის ვიდეოებით, მიმართვებით პოლიტიკურ თათბირებს ატარებს სასამართლოს დარბაზებში. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი რიტორიკით, ნარატივით, დღის წესრიგით და მოქმედებებით პირდაპირ ეხმიანება „ოცნების“ პროპაგანდას და ერთმანეთს აძლიერებენ. ამ პარტიას კრიზისი აქვს 2012 წლიდან მოყოლებული“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:„მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს“.