საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დღეს, 2026 წლის 7 ივნისს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.