1751744974
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.
„2025 წლის 4 ივლისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში შედგა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოძღვრების (აღმოსავლეთ სარდლობის კაპელანების) შეხვედრა.
განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც მიზნად ისახავს კაპელანთა კორპუსის გაძლიერებას, მათ გადამზადებას, ასევე სამხედრო მოსამსახურეთათვის ქრისტიანული ღირებულებების წარმოჩინებას, ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას და სხვა მრავალ აქტივობას, რომლებიც ხელს შეუწყობს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის უფლება-მოვალეობების ეფექტიან განხორციელებას.
დაისახა წლის სამოქმედო გეგმა და გამოითქვა ახალი ინიციატივები, რომლებიც წარედგინება თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისაგან ახლად შექმნილ სამუშაო ჯგუფს განსახილველად და დასამტკიცებლად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.