„მეც და ჩემი კოლეგებიც ვიმეორებთ იმავეს, ყველა მიიღებს 200 000 დოლარს... რატომ დაიჭირეს ლევან ხაბეიშვილი და რატომ არ დაგვიჭირეს ჩვენ“ - ირაკლი ნადირაძე

ირაკლი ნადირაძე

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია შეთითხნილი ბრალდებით, პოლიტიკური ნიშნით.

როგორც ნადირაძემ „ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ისინი სწორედ იმ განცხადებას იმეორებენ, რის გამოც ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, თუმცა დაკავებული მხოლოდ ხაბეიშვილია.

„ხაბეიშვილი, ჩვენი აზრით და არა მარტიო ჩვენი აზრით, დაკავებულია თავიდან ბოლომდე შეთითხნილი ბრალდებით, პოლიტიკური ნიშნით. რატომ ვფიქრობთ ამას? როდესაც ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ყველა სპეცრაზმელს სთავაზობს 200 000 დოლარს, ვინც არ იძალადებს, უკანონო დავალებას არ შეასრულებს, არ დაასახიჩრებს, თვალებს არ დათხრის და ა.შ. როდესაც მე, ჩვენი კოლეგები და ჩვენი პარტიის ლიდერები ვიმეორებთ იმავეს, თქვენს გადაცემაშიც იმავეს ვიმეორებთ, დიახ მეც და ჩემი კოლეგებიც, რაც ლევანმა გაიმეორა, თავიდან ბოლომდე ვიმეორებთ იმავეს, ვუერთდებით. ყველა კეთილსინდისიერი სპეცრაზმელი, პოლიციელი, ვინც არ შეასრულებს უკანონო დავალებას, ვინც არ იძალადებს, ადამიანებს არ დაასახიჩრებს, წიხლებს არ ურტყამს, უკანონოდ არ დააკავებს, ყველა მიიღებს 200 000 დოლარს. ამ განცხადებას ჩვენ ხაბეიშვილის დაკავების პირველივე დღიდან ვაკეთებთ. რატომ დაიჭირეს ლევან ხაბეიშვილი და რატომ არ დაგვიჭირეს ჩვენ? იმიტომ, რომ მათი ტკივილი იყო ლევან ხაბეიშვილი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.