სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
"ჩვენი პარტიაც, ისევე როგორც ბევრი ოპოზიციური პარტია, ისევე როგორც ბევრი სამოქალაქო აქტივისტი, ცალკეული ჩვენთვის პატივცემული ადამიანები უერთდებიან პაატა ბურჭულაძის ინიციატივას, "საზოგადოება რუსთაველის" ინიციატივას", - ამის შესახებ პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი ნადირაძე, "ღამის კურიერში" აცხადებს.
ნადირაძის თქმით, 4 ოქტომბერს ოპოზიცია "მშვიდობიანი რევოლუციის გზით" ხელისუფლების შეცვლას გეგმავს.
"დასამალი არ არის, ამაზე პოლიტსაბჭომაც გააკეთა განცხადება - დიახ, ჩვენი პარტიაც, ისევე როგორც ბევრი ოპოზიციური პარტია, ისევე როგორც ბევრი სამოქალაქო აქტივისტი, ცალკეული ჩვენთვის პატივცემული ადამიანები უერთდებიან პაატა ბურჭულაძის ინიციატივას, "საზოგადოება რუსთაველის" ინიციატივას, რომ 4-ში ვიყოთ ძალიან ბევრი ადამიანი და 4-ში ოლიგარქი ივანიშვილი მშვიდობიანი დამხობის გზით და მშვიდობიანი რევოლუციის გზით დავასრულოთ. მშვიდობიან რევოლუციას აწყობს ის ხალხი, ის ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, ბანერზე წარწერების გაკეთების გამო რომ დაიჭირეს", - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.