სამყაროს მაისის თვეში ზოდიაქოს ნიშნებიდან ერთი ფავორიტი ჰყავს
1714409279
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საოპერო მომღერლის, ლამარა ჭყონიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდს თეა წულუკიანი, ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები ესწრებოდნენ.
ცნობილი სოლისტი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. ის მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
ფალიაშვილის დაისი, აბესალომ და ეთერი, ჩაიკოვსკის იოლანტა - ლამარა ჭყონიას არა ერთი ცნობილი პარტია აქვს შესრულებული. ლამარა ჭყონია 1956-1960 წლებში, ხოლო შემდეგ 1968 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. 1960-1968 წლებში იყო კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 60 წლიანი კარიერის განმავლობაში მას არაერთი ჯილდო და წოდება აქვს მინიჭებული.
ცნობილი საოპერო მომღერალი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.