რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
ხელვაჩაურში მომხდარი ავარიის დრო დაღუპულ მცირეწლოვანს, სანი ცეცხლაძეს სოციალურ ქსელში ახლობლები ემშვიდობებიან.
„სანი ჩვენო პატარა ჩვენო ცელქო ბიჭო, აღარა გვყავხარ, ბარტყი. საშინელება დაგვატრიალე თავზე დეე,
გენაცვალე ჩვენო პატარა, სიცოცხლე დაგისრულეს ძალად, ჩემო ცელქო ბიჭო. გაყინული ვარ ბარტყი, ცქრიალა ბიჭო. ცეცხლაძების ოჯახი აგვაფორიაქე, ჩვენო პატარა, ჩვენო ღუღუნ დე.
შემოგევლე სანი, სიცოცხლე რომ გიხაროდა და ის სიცოცხლე მოგისპეს... და აღარ სუნთქავ ჩვენო დიდო ტკივილო“, - წერს ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ავარია 27 სექტემბერს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ქვეითად მიმავალ მოქალაქეებს შეეჯახა. შედეგად 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 პირი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.