სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სასწრაფო

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს ახალციხეში, მშენებლობაზე კაცს თავზე სავარაუდოდ სამშენებლო ბლოკი დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ამწეს სამშენებლო მასალა გადაჰქონდა.